თაღლითობა მიხეილ სააკაშვილის სახელით- უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს 20 წლის ბიჭი ფულს სძალავდა

22.04.22 17:22
თაღლითობა მიხეილ სააკაშვილის სახელით- უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს 20 წლის ბიჭი ფულს სძალავდა

თაღლითობა მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას და ნონა მამულაშვილის სახელით - უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს 20 წლის სამეგრელოს მკვიდრი გიორგი ოჩიგავა  ფულს სძალვდა

ოჩიგავა ემიგრანტებს ,,ენმ" ლიდერების, ნიკა მელიას, ნონა მამულაშვილის, სახელით უკავშირდებოდა და ეუბნებოდა, რომ ,,ნაცმოძრაობას" მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზებისთვის ფული სჭირდებოდა. ხალხი თანხას რიცხავდა, თუმცა აქციების ორგანიზების ნაცვლად ფულიოჩიგავას პირად ანგარიშზე ირიცხებოდა.

გიორგი ოჩიგავა ,,ტვ პირველთან" საუბრისას არ უარყოფს, რომ ემიგრანტრებისგან ფულს იღებდა, თუმცა, მისი განმარტებით, თანხა მას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზე ჩასასვლელად, გზისა და სიგარეტის ფულად სჭირდებოდა.

რამოდენიმე ემიგრანტმა ფული ჩამირიცხა, ეს ფული მე აქციებზე გამოვიყენე. გზის,  საჭმლის, სიგარეტის ფულად. ზოგჯერ რეგიონიდანაც ჩამოვდიოდი. მე ვიცი, რომ ეს დანაშაულია. - უთხრა ტვ პირველის კორესპონდენტს გიორგი ოჩიგავამ. 

რაც შეეხება ქართველ ემიგრანტებს, ისინი ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის აქციებისთვის უცხო პირებს თანხებს ურიცხავდნენ. 

დამიკავშირდა ერთი პიროვნება და მითხრა, ერთი წამოწყება გვქონდაო ეს აქციების თემებიო, გარკვეულმე პიროვნებებმა ჩაგვირიცხა თანხებიო, მაგრამ ფული არ გვეყოო. ახლა ეს ყველაფერი უნდა განახლდესო. ხომ ხედავთ, მიშა რა დღეშიც არისო-ემოციურად გველაპარაკებოდა. 

როგორც ვიცი, ამ ეტაპზე 3-4 ემიგრანტს ფული გადარიცხული აქვს. კიდევ აგრძელებს ეს პიროვნება რეკვას. აგერ ფლორენციაში ვართ და ჩვენც დაგვიკავშირდნენ. - საუბრობს ტვ პირველთან ქართველი ემიგრანტი.

,,ენმ"-ს ერთ-ერთი ლიდერი, ნონა მამულაშვილი, რომლის სახელითაც ემიგრანტებს უკავშირდებოდნენ, აცხადებს, რომ საქმეს სამართლებრივ რეაგირებას მისცემს.

ერთი არის, რომ თაღლითურად ცდილობს, რომ ფული გადმოარიცხინოს ემიგრანტებსა და მეორეა,  ჩემი სახელითა და რეპუტაციით სარგებლობს. პირდაპირ ცდილობს ამაზე დარტმას. ამაზე რეაგირებას აუცილებლად მოვახდენ- ამბობს ,,ენმ"-ს ერთ-ერთი ლიდერი, ნონა მამულაშვილი.

მსგავსი სიახლეები