რუსეთმა ოდესა აბომბა - საჰაერო თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა

23.04.22 18:35
რუსეთმა ოდესა აბომბა -  საჰაერო თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ოდესაზე საჰაერო თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა. 

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა ოდესაში სულ მცირე ექვსი საკრუიზო რაკეტა გაუშვეს.

"დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები. არ გააზიაროთ ფოტოები და ვიდეოები. არ დაეხმაროთ მტერს. ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს". - ერია უკრაინის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის Telegram არხზე. 

მსგავსი სიახლეები