"ვაჩუქოთ ადამიანს სიცოცხლე" - ნიკოლოზ სააკაშვილი ზურაბიშვილს და ივანიშვილს მიმართავს
"აჩუქეთ მესამე პრეზიდენტს სიცოცხლე" - მიხეილ სააკაშვილის ოჯახი მოქმედებაზე გადავიდა. დაპატიმრებული პრეზიდენტის მშობლები საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს და ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ მიმართავენ და მოუწოდებენ გამოიჩინონ ჰუმანურობა.
თქვენ დღეს შეგიძლიათ შეხვიდეთ ისტორიაში, გახდეთ ისტორიული პიროვნება. გადააბიჯეთ აღარ ვიცი ეს შიშია, მორიდებაა თუ რაღაცის არ პატიება. მოდით, გადავაბიჯოთ ამ ცნებას, "არასდროს და არასოდეს'. მე, როგორც მამა, მოგმართავთ, მოგმართავთ მთელი ოჯახის სახელით. მოდით, ქრისტიანულად მიუდექით ამ საკითხს, ქალბატონო სალომე და ვაჩუქოთ ადამიანს სიცოცხლე. მე მინდა ბატონ ბიძინასაც მივმართო. ბატონო ბიძინა, გამოიჩინეთ თქვენი ჰუმანურობა, - ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი.