მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - ციხეში კონსილიუმის წევრები შევიდნენ

25.04.22 10:45
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - ციხეში კონსილიუმის წევრები შევიდნენ

ციხეში მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო კონსილიუმი შეუშვეს. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პრეზიდენტის შესამოწმებლად შვიდ-კაციანი ჯგუფიდან ორი წევრი, ნევროლოგი და კარდიოლოგი შევიდა.ომბუდსმენის ჯგუფის დასკვნაზეა დამოკიდებული როგორ განვითარდება პროცესები პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. 

კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია და ყველა ჩივილი გამწვავებულია. 

2 ადამიანი იყო შესული კონსილიუმიდან, ნევროპათოლოგი და კარდიოლოგი იყვნენ, მერე ჩვენ გვექნება ალბათ საერთო კონსილიუმი, რომ გავარჩიოთ ის რაც გამოიტანეს ციხიდან.

პირველი შთაბეჭდილებით, დამძიმებულია ძველი ჩივილები გადავიდა შემდეგ სტადიაში, საკვებს ვერ იღებს. გამოტანილი აქვთ ლაბორატორიული მონაცემები და ხვალ განვიხილავთ და გავაკეთებთ დასკვნას", - ამბობს ექიმი  გიორგი გრიგოლია. 

ნევროლოგ თენგო წულაძის თქმით,  სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებულია, თუმცა დეტალურად სახალხო დამცველის ექიმების ჯგუფი მას შემდეგ ისაუბრებს, რაც კონსილიუმი შეიკრიბება და ერთობლივ დასკვნას დადებს. 

ცოტა განსხვავებულად მომეჩვენა, მაგრამ ამას ომბუდსმენი გააკეთებს განცხადებას", - ამბობს თენგო წულაძე. 

მსგავსი სიახლეები