შეუძლებელია, სააკაშვილი დავიხსნათ დასავლელი პარტნიორების ჩართულობის გარეშე - ხაბეიშვილი

25.04.22 13:00
შეუძლებელია, სააკაშვილი დავიხსნათ დასავლელი პარტნიორების ჩართულობის გარეშე - ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს. ხაბეიშვილის აზრით, საზღვარგარეთ გადაყვანა მხოლოდ  იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქმეში საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვებიან და მმართველ გუნდზე ზეწოლას მოახდენენ. 

პრეზიდენტს სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე  პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება პირადად რუს ოლიგაქრს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც კრემლიდან იღებს დავალებას და სწორედ ამიტომ ყავს ტყვედ გამოკეტილი პრეზიდენტი სააკაშვილი. შეუძლებელია, სააკაშვილი დავიხსნათ დასავლელი პარტნიორების ჩართულობის გარეშე იმიტომ, რომ სამართალთან საქმე არ გვაქვს, ეს ხალხი არ აპირებს არაფრის დათმობას, მათ შორის, არად უღირს პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მნიშვნელოვანია, ხალხმა ვიაქტიუროთ, ჩვენ ხელს არსებული ყველა რესურსი გამოვიყენოთ, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მეგობრებმა მოახდინონ ზეწოლა ხელისუფლებაზე და უზრუნველყონ სააკაშვილის გაყვანა მესამე ქვეყანაში", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები