გააქტიურებული ქუჩა და ლეიბები - თაკო ჩარკვიანი სააკაშვილის გადასარჩენად აქციებს დამოუკიდებლად აანონსებს
თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად აქციებს დამოუკიდებლად აანონსებს. მისი თქმით, აქციებზე იდგებიან ასევე გიორგი ვაშაძე და გრიგოლ ვაშაძე.
თაკო ჩარკვიანი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, ნიკა მელიასაც, აკრიტიკებს და ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების გასააქტიურებლად ქუჩის აქციების გამართვა აუცილებელი იყო, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" არ შეასრულა.
პრაქტიკულად დაგეგმილი არის მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი. ვთხოვ მოსახლეობას, რომ უფრო გააქტიურდნენ, ეს არ არის არჩევნები - ეს არის არმონაწილეობა მკვლელობაში. რა თქმა უნდა, იქნება ერთი დიდი აქცია. არ არის პრივატიზირებული მიხეილ სააკაშვილი არც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, თუმც, რა თქმა უნდა, უპირველესად მოძრაობა ეკუთვნოდა ნიკა მელიას და ეხლა გამოვიდა, ძალიან არ მომეწონა მისი ლაივ ჩართვა.
უცხოეთი რომ გააქტიურებულიყო, ამიტომ უნდა ჰქონოდა მას გააქტიურებული ქუჩა. არ გამოუგონია სხვა ხერხი მსოფლიოს, თქვენ ნახეთ ღლიცინი ლეიბებზე და ნახეთ, ვარშავაში რამხელა აქცია გააკეთეს ლეიბების.
ამ ღლიცინ-ღლიცინში, მაიმუნობაში და დიდი ბოდიში, გარიგებებში სტაგნაცია შემოიტანეს და პარალელურად კვდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ეს არის ყველას სირცხვილი უკლებლივ", - თქვა თაკო ჩარკვიანმა.