"ოცნების" დამფუძნებელი ახალ სკანდალში - ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბრის მორიგი ჩანაწერები გავრცელდა
რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის, მორიგი ჩანაწერი გავრცელდა.
აუდიომასალაში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს, რომ სანქციების გვერდის ავლით სურს, იმოქმედოს და მისთვის კონკრეტული შეთავაზება აქვს.
საუბარში ისმის, რომ ის საუბრობს ალი უზდენოვზე, მის წარმომადგენელზე, ვიცე-პრეზიდენტზე და ამბობს, რომ ეს პირი და დავითი ჩამოვლენ თბილისში და ივანიშვილს გაესაუბრებიან. ვინაა დავითი ჩანაერში დაკონკრეტებული არაა, თუმცა სავარაუდოდ, საუბარია დავით ხიდაშელზე, რომელიც ევტუშენკოვის პარტნიორია.
სატელეფონო საუბრის მიხედვით, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ.
აუდიო ჩანაწერები 2022 წლის 10 და 12 მარტით თარიღდება. ცნობისთვის, ევტუშენკოვი Sistemas-ს დამფუძნებელი მილიარდელია, რომელიც სანქცირებულთა შორის მოხვდა.
მეორე ჩანაწერში, რომელიც 12 მარტით თარიღდება, ოლიგარქი ამბობს, რომ თბილისში პრემიერმინისტრს ხვდებიან მისი წარმომადგენლები, ალი უზდენოვი და დავითი. ის სთხოვს ივანიშვილს, რომ ის წარმომადგენლები მას პირადადაც გაესაუბრონ.