არეულობა პრორუსულ ძალებში - ზურა მახარაძე ,,კონსერვატიული მოძრაობის" პრეზიდენტის პოსტიდან მოხსნეს

25.04.22 19:09
არეულობა პრორუსულ ძალებში - ზურა მახარაძე ,,კონსერვატიული მოძრაობის" პრეზიდენტის პოსტიდან მოხსნეს

საქართველოში მოქმედ პუტინისტურ ძალებს შორის დიდი განხეთქილებაა. ზურა მახარაძე ,,კონსერვატიული მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს და მისი ადგილი პარტიის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქარდავამ, დაიკავა.

„პირველების“ ინფორმაციით, მოძალადეთა პარტიაში არეულობა ფულის გამო მაშინ დაიწყო, რაც მოძალადეების რუსი დამფინანსებელი, გენერალი ბესედა,  გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

პარტიის ბოსები, კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე, ერთმანეთს ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებდნენ. დიდი ჯახი რადიკალების ბოსებს შორის მორგოშიას  გამარჯვებით დასრულდა.  მახარაძემ რიგითებში გადაინაცვლა. იმისთვის, რომ მახარაძის კვალი ოფიციალურადაც გამქრალიყო, რადიკალებმა  მოძრაობას სახელი გადაარქვეს და  ასე  დაარეგისტრირეს ახალი ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელიც უკვე გიორგი ქარდავაა.  

ამაზე საერთოდ არ მიდის საუბარი, რომ ზურა მახარაძე პარტიის სიის ხუთეულში ვიხილოთ. როგორც გუნდს და იდეას დასჭირდება, ისე იქნება. - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა სახემ, კოკა მორგოშიამ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები