ქართველებისა და უკრაინელების ძმობას არახამიას დონის ავანტიურისტი ჩრდილს ვერ მოაყენებს- ლადო მგალობლიშვილი
ქართველებისა და უკრაინელების ძმობას არახამიას დონის ავანტიურისტი ჩრდილს ვერ მოაყენებს- ასე ეხმიანება აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ლადო მგალობლიშვილი, ზელენსკის გუნდის წევრის, დავით არახამიას, განცხადებას, სადაც უკრაინის პრეზიდენტის პარტიის ლიდერი, არახამია, დასავლეთს მოუწოდებს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს პერსონალური სანქციები დაუწესოს.
ქართველებისა და უკრაინელების ძმობა საუკუნეებს გაუძლებს. მას არახამიას დონის ავანტიურისტი ჩრდილს ვერ მიაყენებს. გავა რამდენიმე წელი და მისი ხსენებაც კი არ იქნება. ის აღმოჩნდება ისტორიის მიგდებულ სანაგვეზე. რადგან პოლიტიკურად არახამია არაფერს არ წარმოადგენს და მხოლოდ კეპკიანი ფუტლიარია.- დაწერა სოციალურ ქსელში მგალობლიშვილმა.
დღეს ინტერნეტში გავრცელდა ბიძინა ივანიშვილისა და რუს ოლიგარქ ევტუშენკოვის საუბრის ამსახველი ფაილები.
აღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით დავით არახამიამ განაცხადა, რომ ივანიშვილი უშუალოდ კრემლის დავალებებს ასრულებს და აგრესორ ქვეყანას დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.