"რაც შეიძლება ჩქარა გამოაქვეყნონ დასკვნა, დრო აღარ გვაქვს" - სააკაშვილის პირადი ექიმი სახალხო დამცველს მიმართავს
სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ელოდება. ყიფშიძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ თითოეულ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან მესამე პრეზიდნეტის მდგომარეობა მძიმეა. ყიფშიძე ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.
მთელი იანვარი და თებერვალი თბილისში ვიყავი, ერთხელაც არ მომცეს უფლება, რომ შევსულიყავი და მენახა. როდესაც გორიდან გადაიყვანეს რუსთავის ციხეში რატომღაც ყველამ ჩავთვალეთ, რომ პრეზიდენტი გამოჯანმრთელდა და ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ესე არ იყო. მე სულ ვიძახდი, რომ უფრო მძიმედ არის ბატონი პრეზიდენტი ვიდრე გორში მოთავსდებოდა. დასკვნა რაც შეიძლება ჩქარა გამოაქვეყნონ, დრო აღარ გვაქვს საერთოდ", - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილთან ციხეში გუშინ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის 2 წევრი იმყოფებოდა. რამდენიმე დღეში ექიმების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას მოამზადებს.