"გადავარჩინოთ მიშა" - სააკაშვილების ოჯახი ახალ ორგანიზაციას აფუძნებს
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები მის გადასარჩენად ერთიანდებიან. "პირველების" ინფორმაციით, 28 აპრილს მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები ახალ მოძრაობას" გადავარჩინოთ მიშა" დააფუძნებენ და საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. ორგანიზაციის გარშემო სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები გაერთიანდებიან და მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.
მიშა საჭიროებს ყველანაირ მხარდაჭერას, ჩვენ ვალდებულები ვართ ოჯახის წევრები ყველანაირად გვერდში დავუდგეთ. რაც ჩემზ ეიქნება დამოკიდებული - რეგიონებში გასვლა, უფრო აქტიური კომუნიკაცია ხალხთან, რომ უფრო მასშტაბური მშვდიობიანი პროტესტი იყოს რომ ეს ადამიანი გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ, დღეები არ ითმენს ნამდვილად უნდ აგადავიყვანოთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ რომ მიშას შევუნარჩუნოთ სიცოცხლე", - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი.
ჩანს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან ცუდი, სავალალო. ჩემი ძმის რეალურად მდგომარეობა ეხლა არის ტრაგედია.
ამ დღეებში ჩავატარებთ პრეზენტაციას ორგანიზაციისას, რომელსაც ერქმევა "მიშას გადასარჩენად", სადაც საზოგადოება მიიღებს მონაწილეობას", - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი.