მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მოაქციეთ სანქციების ქვეშ ივანიშვილი - ნათელაშვილი

26.04.22 11:23
მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მოაქციეთ სანქციების ქვეშ ივანიშვილი -  ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საერთაშორისო საზოგადოებისგან ივანიშვილის და მისი გარემოცვის მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვს. 

ივანიშვილის სანქცირების საკითხი გადაიქცა საერთაშორისო პრობლემად. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მოაქციეთ სანქციების ქვეშ საქართველოს დიქტატორი პუტინის ოლიგარქი, რომელმაც ქართველი ხალხის სისხლი დალია და ამას აგრძელებს. ჩვენ ქვეყანასთან მეგობრობა, ჩვენ ხალხთან ძმობა, განსაზღვრული იქნება იმის მიხედვით, ვინ გამოიყენებს სანქციებს ივანიშვილის წინააღმდეგ და ვინ შეიკავებს თავს ამისგან. ვითხოვთ პარლამენტის თვითდაშლას, ახალ საპარლამენტო არჩევნებს, საერთაშორისო ორგანიზაციების კონტროლით მოქმედი კრიმინალური მთავრობის გადადგომას და ახალი არაპარტიული მთავრობის დამტკიცებას არჩევნებამდე. სანქციებს უნდა დაექვემდებაროს, არამარტო ბიძინა ივანიშვილი, არამედ მსიი კორუმპირებლი გარემოცვა", - თქვა შალვა ნათელაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები