მონტაჟი, ფალსიფიკაცია - პაპუაშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს "ფეიკს" უწოდებს
პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ ივანიშვილსა და ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს მონტაჟს უწოდებს. პაპუაშვილის მტკიცებით, ქვეყანაში არეულობის შექმნას და სახელმწიფოს შემდეგ ომში ჩართვას ოპოზიცია ცდილობს.
ერთადერთი რასაც ეს კამპანია ადასტურებს, არის ის, რომ მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ. გუშინ ვიზუალურადაც ვიხილეთ როგორ მზადდება და როგორ ხდება გავრცელება დეზინფორმაციული კამპანიის.
ე.წ. ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც და ყურითაც ჩანს, რომ არის მონტაჟი. ვინ არიან ჩართული, როგორ ხდება ამ თემის აქტუალიზაცია შემდეგ "ნაც მოძრაობის" ტელევიზიების მიერ, შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის "სირცხვილიას" მიერ ამის გატანა.
ჩვენ რაც ვიხილეთ ეს არის მაგალითი იმისი, როგორ ხდება ფალსიფიკაცია, როგორ ხდება შემდეგ ამ თემის აგორება და წარმოჩნეა ისე თიტქოს რაღაც სკანდალებთან გვაქვს საქმე. ჩვენ მივუახლოვდით იმ მიზანს, რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არის არეულობა ქვეყანაში. ეს არის განცხადებული მიზანი, რომ ქვეყანაში არადემოკრატიული გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა და შემდეგ ომში ჩართვა.
არაფერი არ მიუთითებს რომ არის ჩანაწერი ავთენტიკური", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში აუდიოჩანაწერები გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის არის საუბარი.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას სთხოვს.საუბარში ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.