ენმ პარლამენტში უკრაინაში გენოციდის აღიარების შესახებ დადგენილებას არეგისტრირებს
,,ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე დადგენილებას არეგისტრირებს. ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ "ეს უნდა გახდეს მორიგი ლაკმუსის ქაღალდი ბიძინა ივანიშვილისთვის, იგივე შალვა პაპუაშვილისთვის".
ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ადგილზე იყო ჩასული და ნახა, როგორ არიან დახვრეტილი ადამიანები, ხელებშეკრული ფეხმძიმე ქალები, ბავშვები, ასაკოვანი ხალხი, ვერ ბედავს თქვას, რა მოხდა სინამდვილეში. აქედან გამომდინარე, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არეგისტრირებს დადგენილებას, გენოციდის აღიარების თაობაზე უკრაინაში.... ბუნებრივია, ეს არ იქნება იურიდიული და სამართლებრივი დეტალების გამორკვევის პროცესი. ეს იქნება პოლიტიკური შეფასება, ან კი, ან არა. ან ბუჩაში ნანახმა დაარწმუნა ,,ქართული ოცნება", რომ იქ ნამდვილად არის გენოციდი, ან ისინი ამ ყველაფერს უარყოფენ, ან ისინი დგებიან კვლავ ერტუშეკუვების გვერდზე, ან ისინი დგებიან დანარჩენი თავისუფალი სამყაროს მხარეს. არჩევანი არის ოცნებაზე, ჩვენ ამ დადგენილებას დღესვე დავარეგისტრირებთ.
ალბათ, ყველაზე ოპტიმისტი მოქალაქე ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ ,,ქართული ოცნება" მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ვნახოთ. გადაწყვეტილება როგორიც იქნება, გამოძახილიც ადეკვატური გვექნებ,ა როგორც საქართველოს მოსახლეობას, ისე ჩვენს პარტნიორებს" - თქვა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.