ავთენტური რომც იყოს, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე - კობახიძე ჩანაწერებზე

26.04.22 12:31
ავთენტური რომც იყოს, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე - კობახიძე ჩანაწერებზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აცხადებს, რომ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, რომელშიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული ოლიგარქის საუბარი ისმის, "საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე".

მისი თქმით, საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობას ინარჩუნებს. 

პირველ რიგში, ავთენტურია თუ არა, ეს არავინ იცის, მეორე - რომც იყოს ავთენტური, აქ არაფერზეა საუბარი. რომც დავუშვათ, რომ ეს ავთენტურია, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე.

საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ხდება პროდუქტის ექსპორტირება, იმპორტირება, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია და ამაში არც კანონსაწინააღმდეგოა არაფერია და არც რაიმე სხვა პრინციპებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში", - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები