არ განვიხილავთ, პროვოკაციაა - კობახიძე უკრაინაში გენოციდთან დაკავშირებით ენმ-ს რეზოლუციაზე
,,ქართული ოცნება" უკრაინაში გენოციდის ფაქტებს არ ადასტურებს - ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრობის" ინიციატივას უკრაინაში გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით "პროვოკაცია" უკვე უწოდა:
" ენმ კომიკურ მდგომარეობაშია, რადგან ნიკა მელია, რომელიც პარლამენტიდან გავიდა, პარლამენტში დოკუმენტს აინიცირებს"- თქვა ოპოზიციის საპასუხოდ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
მელია, კაცი, რომელიც პარლამენტიდან გავიდა, პარლამენტში აინიცირებს დოკუმენტს. წარმოიდგინეთ, რამდენად კომიკურია მათი მდგომარეობა, ღიმილის მომგვრელიც აღარ არის უკვე. აბსოლუტურად მძიმე მდგომარეობაში არიან.
ჩვენ ვთქვით, რომ არც ერთ მათ საგარეო პოლიტიკურ რეზოლუციის არც განვიხილავთ, იმიტომ, რომ ყველაფერი მიმართულია ერთი და იგივე მიზნისკენ, ეს არის საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ეს არის ომის პარტია. ნებისმიერი მათი ინიციატივა ემსახურება სწორედ ომის ინტერესებს"- თქვა კობახიძემ.