ერთი მეგობარი მეორე მეგობარს კონსულტაციაზე ურეკავს - ზარქუა ფარულ ჩანაწერებზე
"ერთი მეგობარი მეორე მეგობარს კონსულტაციაზე ურეკავს", - ასე ეხმაურებიან მმართველ პარტიაში გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული ოლიგარქის საუბარი ისმის.
რუსეთის სპეცსამსახურები უსმენენ თავიანთ ბიზნესმენებს, თუ გარკვეულ წრეებს და შემდეგ ეს ჩანაწერები ხვდება რატომღაც ოპოზიციურ არხებზე. ამაზე ჩვენ ადრეც გამოვთქვით საფუძვლიანი ეჭვი, მაგრამ ეხლა ეს საბოლოოდ დადასტურდა. საუბარი რაზეა, ერთი მეგობარი მეორე მეგობარს კონსულტაციაზე ურეკავს და ეგ არის", - ამბობს ირაკლი ზარქუა.
გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში აუდიოჩანაწერები გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს, შორის არის საუბარი.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას სთხოვს.
საუბარში ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის, ალი უზდენოვის ,ვიზიტს საქართველოში.