ავთენტურია თუ არა ჩანაწერები - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

26.04.22 13:06
ავთენტურია თუ არა ჩანაწერები - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

ოპოზიცია გუშინ   გავრცელებულ აუდიოჩანაწერის ნამდვილობის დასადგენად გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს ლილუაშვილის უწყებას პარლამენტიდან მიმართეს.  დეპუტატების ვარაუდით, ჩანაწერები ავთენტურია.

მარტივ კითხვას გისვამთ: სუს-მა დაიწყო გამოძიება, ავთენტურია, თუ არ არის ავთენტური ეს საკითხი, გამოიძია?", - თქვა პაატა მანჯგალაძემ.

 თამარ კორძაია ამბობს, რომ ჩანაწერში მკაფიოდ ისმის ივანიშვილის ხმა, რომელიც რუს სანქცირებულ ოლიგარქს,  ვლადიმერ ევტუშენკოვს, ესაუბრება. 

 ვერც ერთი ვერ უარყოფთ ივანიშვილის ხმას, მისი დიალოგს, ამიტომ გადასული ხართ თავდასხმაზე, რომ ეს არის შეთითხნილი და მოგონილი. ომის და შიშის განცდას თქვენი უპასუხობა აჩენს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები უსმენენ და დამალული ბიძინა ივანიშვილი ელაპარაკება მსოფლიოს ყველაზე დიდი მტრის წარმომადგენელს", - ამბობს თამარ კორძაია.

იცის თუ არა უმრავლესობის წევრებმა ვის ესაუბრებოდა რუსი ოლიგარქი თბილი,  მოფერებითი სიტყვებით?", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში აუდიოჩანაწერები გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს, შორის  არის საუბარი.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს  სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას სთხოვს.

საუბარში  ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის, ალი უზდენოვის, ვიზიტს საქართველოში.

 

მსგავსი სიახლეები