სააკაშვილი საქართველოში ომის გასაჩაღებლად ჩამოვიდა, ვერ ეღირსება - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად და დესტაბილიზაციის მოსაწყობად ჩამოვიდა. კობახიძის მოსაზრებით, მესამე პრეზიდენტმა სასჯელი სრულად უნდა მოიხადოს.
სააკაშვილი საქართველოში სააკაშვილი ჩამოვიდა არა მხოლოდ ხელისუფლების გადატრიალებისთვის, არამედ იმისთვის, რომ დღეს აქ გაჩაღებული ომი ყოფილიყო, სააკაშვილი ამას არ ეღირსება, სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში.
საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის და გაიგო ორი თვის განმავლობაში, რომ “ნაცმოძრაობა" არის "ომის პარტია". ომის პარტია იმიტომ არის, რომ ისინი არიან მოღალატეები. ომის პარტიასთან ერთად "ღალატის პარტია" არიან", - განაცხადა კობახიძემ.