დავით ხიდაშელი რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება - ხოშტარია სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
პარტია დროას ლიდერი სკანდალურ განცხადებას აკეთებს - ელენე ხოშტარიას თქმით, "კარტოგრაფების საქმის" მთავარი მოწმე, დავით სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის პარტნიორია.
რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ჩანაწერს, პოლიტიკოსის თქმით, ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარი უტყუარად, პირდაპირ ადასტურებს ივანიშვილის კავშირებს კრემლთან.
მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს არგუმენტებს, რომ საქართველო გამოიყენება რუსეთისთვის სანქციების თავიდან ასარიდებლად - ევტუშენკოვთან, რომელიც იყო რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანიის სისტემის ხელმძღვანელი, 2007-2014 წლებში მმართველობაში მუშაობდა დავით ხიდაშელი. ის იყო ევტუშენკოვის პარტნიორი და მის კომპანიას ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ, ევტუშენკოვი ყიდულობს ბერძნულ კომპანია "ინტრაკომს", რომელსაც ხიდაშელი ხელმძღვანელობს. ეს კომპანია 2011-2012 წლებში სირიის სანქცირების შემდეგ, სანქციების თავიდან არიდების მიზნით, მათ აწვდიდა სანქცირებულ ტექნოლოგიებს, საკომუნიკაციო სისტემებს, კონკრეტულად კი იმ სატელეკომუნიკაციო საშუალებებს, რომლებიც ასადის რეჟიმს ხალხის ჟლეტვაში ეხმარებოდა.
დავით ხიდაშელი არის კრემლის დავალებების პირდაპირი შემსრულებელი, კერძოდ სანქციების თავიდან არიდების საკითხებში. რუსული სამხედრო ოპერაციების დროს, დავით ხიდაშელი ევტუშენკოვისა და კრემლის მხრიდან გამოიყენებოდა მსგავსი საკითხებისთვის. ეს არის გამოძიება, რომელიც ბალკანელებმა ჩაატარეს და არის დადასტურებული. - თქვა ელენე ხოშტარიამ.
მისი თქმით, ეცდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად "კრემლისტური ჯგუფიც იყოს სანქცირებული"
გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში აუდიოჩანაწერები გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს, შორის არის საუბარი.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას სთხოვს.
საუბარში ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის, ალი უზდენოვის ,ვიზიტს საქართველოში.