თავდასხმა პოლიციელებზე სენაკში - დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდეს
სენაკში, პოლიციელზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 5 ახალგაზრდას სენაკის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ მიიღო. მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორ მარიამ წულაიას შეუამდგომლობა.დაცვის მხარემ გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
როგორც დაკავებულების ადვოკატმა განაცხადა, საქმე არის თითიდან გამოწოვილი და არცერთი მათგანი ბრალს არაღიარებენ.
ცნობისთვის, გამოძიება სსრკს 353 მუხლით მიმდიბარეობს.