ღარიბაშვილს ოპოზიცია პარლამენტში იბარებს
ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს პარლამენტში იბარებს - კითხვები ოპონენტებს ირაკლი ღარიბაშვილთან სკანდალური აუდიო-ჩანაწერთან დაკავშირებით აქვთ.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მოუწევს გასცეს პასუხი კითხვას: მონაწილეობს თუ არა უკანონო გარიგებებში ივანიშვილის დავალებით პუტინის კარის ოლიგარქთან
ღარიბაშვილს პარლამენტში პარტია ლელოსთან ერთად, მთელი ოპოზიციური სპექტრი იბარებს.
გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში აუდიოჩანაწერები გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს, შორის არის საუბარი.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას სთხოვს.
საუბარში ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის, ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. კერძოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი," და ინტერესდება, შეუძლია თუ არა, ალის შეხვდეს, რაზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი მას პასუხობს, რომ ის ეგრევე პრემიერს გაუგზავნა.