ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული პრობლემები შეიმჩნევა ვიზუალურადაც - სააკაშვილის ადვოკატი
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება უკვე ვიზუალურადაც შესამჩნევია. ამის შესახებ საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული პრობლემები შეიმჩნევა ვიზუალურადაც და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის სიტუაცია, რომ სააკაშვილს რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სახელმწიფო არ მკურნალობს - არა, სახელმწიფომ, ხელისუფლებამ, მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობით მოუსპო ჯანმრთელობის მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილს და ეხლა სათანადო სამედიცინო სერვისების არმიწოდებით აგრძელებს მის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას", - თქვა დიტო საძაგლიშვილმა.
სააკაშვილს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მეუფე ნიკოლოზი მოინახულებს.