ჩანაწერები არ ჩამოუტანია აკერმანს ჩემოდნით საქართველოში, მობრძანდეს პრემიერი და გაგვცეს პასუხი - სალომე სამადაშვილი
ვინ გაავრცელა სკანდალური აუდიოჩანაწერები და რა პოზიცია აქვს პრემიერ ღარიბაშვილის ხელსიუფლებას სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით? ფრაქცია ,,ლელოს" წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა, საპარლამენტო ტრიბუნიდან პრემიერს მოუწოდა, მოვიდეს საკანონმდებლო ორგანოში და ყველა საჭირო კითხვას კონკრეტული პასუხი გასცეს.
გამოვდივართ ინიციატივით, რომ საქართველოს პარლამენტში მობრძანდეს პრემიერი ღარიბაშვილი და პასუხი გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც უკავშირდება სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, მათ შორის, გუშინდელ ჩანაწერებს.
ბატონო ირაკლი, დანამდვილებით შემოძლია, გითხრათ, აკერმანს ნამდვილად არ ჩამოუტანია ეს ჩანაწერი ჩემოდნით საქართველოში, ბაკურიანის შეხვედრაზე, ნამდვილად საინტერესოა, ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერი - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პრემირ -მინისტრს ოპოზიცია პარლამენტში იბარებს. კითხვები ოპონენტებს სკანდალური აუდიო ჩანაწერთან დაკაშირებით აქვთ.
ქვეყნის პრემირ-მინისტრს მოუწევს, პასუხი გასცეს საკანონმდებლო ორგანოს წევრების კითხვაზე, მონაწილეობს თუ არა უკანონო გარიგებებში ივანიშვილის დავალებით პუტინის კარის ოლიგარქებთან.