სალომე ზურაბაშვლის უარი ექიმებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაანონსებული შეხვედრა გადაიდო

26.04.22 15:20
სალომე ზურაბაშვლის უარი ექიმებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  დაანონსებული შეხვედრა გადაიდო

სალომე ზურაბაშვლის უარი ექიმებს - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  დღეს დაანონსებული შეხვედრა გადაიდო. მედიკოსები, რომლებსაც  ზურაბიშვილთან შეხვედრა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკაშირებით სურდათ, პრეზიდენტი არ შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ  შეხვედრის ორგანიზების  მზაობა გასულ კვირას გამოთქვა, თუმცა ზურაბიშვილი აშში-ში ისე გაემგზავრა, ექიმებს და აკადემიკოსებს არაფერი უთხრა. 

ექიმები ამტკიცებენ, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და მას სასწრაფო ჩარევა ესაჭიროება. მედიკოსები შალვა პაპუაშვილს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაშიც ადანაშაულებენ.

რანაირად გამოიტანა მიხეილ სააკაშვილმა ეს დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის კარგად, რა აძლევს მას ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს. რა განათლება აქვს მას სამედიცინო?! რანაირად ამბობს ის, რომ სააკაშვილი არის პრაქტიკულად ჯანმრთელი და მას არაფერი არ მოუვა. ეს ინტერვიუ დარჩება ისტორიას. სააკაშვილს, თუ ჩარევა არ მოხდა, გარანტირებული აქვს ინვალიდიზაცია. ინვალიდიზაციის შემდეგ სიკვდილი.  სახელმწიფოს ქმედება არის ანტიკონსტიტუციური, ანტიჰუმანური და ძალიან სამარცხვინო", - ამბობს ექიმი მანანა ჯებაშვილი.

არამგონია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 7 თვის განმავლობაში ვერ გაიგო რასთან აქვს საქმე.რომ რა დაავადებასთან გვაქვს საქმე. ეს ის დაავადებაა, რომლის თავიდან აცილება სრულიად მარტივად შეიძლებოდა. შეიძლებოდა 2 თვის წინაც კი. იმის თქმა, რომ ეს არის "ფეიქი" ეს უკვე შეურაცხყოფაა, არამხოლოდ პატიმრის, არამედ მთელი სამედიცნო საზოგადოებისთვის", - ამბობს ოთარ თოიძე.  

მსგავსი სიახლეები