სკანდალური ჩანაწერები - ღარიბაშვილი დუმს
სკანდალშიგახვეული საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ტრადიცია დაარღვია და მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაცხადება საერთოდ არ გააკეთა.
საუბარია ჩანაწერზე, რომელიშიც სავარაუდოდ ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარი ისმის. ჩანაწერში ახსენებენ ირაკლი ღარიბაშვილსაც, რომელიც სავარაუდოდ სანქცირებულ რუს ოლიგარქთან მომლაპარაკებელის როლს ასრულებდა.
რამდენიმე წუთის წინ კი ვლადიმერ ევტუშენკოვმა, ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია ოფიციალურად დაადასტურა. მისი თქმით, თბილისში ღარიბაშვილი მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს ალი უზდენოვის შეხვდა.
გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში აუდიოჩანაწერები გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს, შორის არის საუბარი.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას სთხოვს.
საუბარში ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის, ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი," და ინტერესდება, შეუძლია თუ არა, ალის შეხვდეს, რაზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი მას პასუხობს, რომ ის ეგრევე პრემიერს გაუგზავნა.