შეეშვით ივანიშვილს, წასულია პოლიტიკიდან, გველაპარაკეთ ჩვენ - მიხეილ ყაველაშვილი
შეეშვით ივანიშვილს, გვესაუბრეთ ჩვენ - პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი, ოპოზიციას კვლავ თავს ესხმის და ამჯერად სკანდალური ფაილების გავრცელებაში ადანაშაულებს.
დაასვენეთ ეს ადამიანი, (ივანიშვილი) წასულია პოლიტიკიდან და აგრძელებს თავის ქველმოქმედებას.
შეეშვით და გვესაუბრეთ ჩვენ, ,,ქართულ ოცნებას", რომელიც თანმიმდევრულიც არის.
წინასწარ ვაცნობეთ საზოგადოებას, რისი დაწყება გინდოდათ, აკერმანის ცნობილი ჯგუფიდან დაწყებული - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
გუშინ, 25 აპრილს, ინტერნეტში აუდიოჩანაწერები გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს, შორის არის საუბარი.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას სთხოვს.
საუბარში ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის, ალი უზდენოვის, ვიზიტს საქართველოში.
"ქართული ოცნება" ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, თქმით ოოთხ-ექვსს აპრილს ოპოზიციის ლიდერებს, რამდენიმე ჟურნალისტს და არასამთავრობო ორგანიზაციას საიდუმლო შეხვედრა ბაკურიანში ჰქონდათ, სადაც გეგმის სისრულეში მოყვანის საკითხი განიხილეს.
მმართველი პარტია დილიდან მინიშნებებს აკეთებს, რომ ამერიკელმა ტრენერმა, პიტერ აკერმანმა ჩამოიტანა გუშინ გავრცელებული ჩანაწერი.