ნორმალური არ არის, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქის მიერ გამოგზავნილ ხელის ბიჭს, თავის ხელის ბიჭს ახვედრებს - ბერძენიშვილი ჩანაწერებზე

26.04.22 15:35
ნორმალური არ არის, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქის მიერ გამოგზავნილ ხელის ბიჭს, თავის ხელის ბიჭს ახვედრებს - ბერძენიშვილი ჩანაწერებზე

"ნორმალური არ არის, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქის მიერ გამოგზავნილ ხელის ბიჭს, თავის ხელის ბიჭს ახვედრებს"- ასე ეხმაურება დავით ბერძენიშვილი სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც გუშინ, 25 აპრილს გავრცელდა. 

პოლიტიკოსი არ გამორიოცხავს რომ ოლიგარქი ივანიშვილი თავად რუსებმა ჩაწერეს და მათვე გაავრცელეს: 

ნორმალური არ ვარის, რომ ფორმალურად კერძო პირი და არაფორმალურად ქვეყნის მმართველი, რომელიღაცა რუსი მილიარდერის, პუტინის ხელისუფლების წარმომადგენლის ხელის ბიჭს, ვინმე დავით ხიდაშელს საკუთარ მოურავს ახვედრებს, რომელიც პარლამნენტის თავმჯდომარედ ჰყავს დანიშნული, ანუ საკუთარ ხელის ბიჭს. ლოგიკურია, შესაძლოა, რომ ბიძინა რუსებმა ჩაწერეს და მათვე გაავრცელეს, იმიტომ რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გამთლიანება და გაძლიერება არ მოხდეს'- განაცხადა ბერძენიშვილმა. 

 პოლიტიკოსეი დარწმუნებულია, რომ პრემიერ ღარიბაშვილის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ გაკეთებული განცხადებების უკან ივანიშვილი იდგა. 

გასაგებია, პირველ ხანებში ეგონა, რომ რუსეთი იგებს, ამიტომ იყო 25 თებერვალს ღარიბაშვილის ის კოშმარული ტექსტი. ივანიშვილი ძალიან ცუდ ტექსტებს ალაპარაკებს პრემიერ ღარიბაშვილს"- დასძინა მან. 

 

გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში აუდიოჩანაწერები გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს, შორის  არის საუბარი.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს  სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას სთხოვს.

საუბარში  ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის, ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი," და ინტერესდება, შეუძლია თუ არა, ალის შეხვდეს, რაზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი მას პასუხობს, რომ ის ეგრევე პრემიერს გაუგზავნა.

 

მსგავსი სიახლეები