მოქალაქეები არ იმსახურებენ ჰყავდეთ პრემიერი, რომელიც გამოიყურება, როგორც ივანიშვილის ხელის, პატარა ბიჭი - კორძაია

26.04.22 16:08
მოქალაქეები არ იმსახურებენ ჰყავდეთ პრემიერი, რომელიც გამოიყურება, როგორც ივანიშვილის ხელის, პატარა ბიჭი - კორძაია

"მოქალაქეები არ იმსახურებენ ჰყავდეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასეთ ჩანაწერებში გამოიყურება, როგორც ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი, პატარა ბიჭი, რომელსაც დავალება უკვე მიცემული აქვს და გაარკვევს ევტუშენკოვთან საქმეს, ანუ მისი დავალებით გამოგზავნილ ვინმე ალი უზდანოვთან საკითხებს" -  ამის შესახებ განცხადება  თამარ კორძაიამ გააკეთა, რითაც გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებს გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,  ხელისუფლებას არ აქვს პასუხები ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით გავრცელებულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით და ამიტომ თავდასხმაზე გადავიდა. 

განსაკუთრებული პრობლემის წინაშე ვდგებით მაშინ, როცა ჩვენ მოვისმენთ ასეთ ჩანაწერებს, სადაც ხდება მხილება ბიძინა ივანიშვილის და მთავრობის წარმომადგენლების და მერე იწყება კამპანია, რომ ეს არის ოპოზიციის მიერ ორგანიზებული. ვფიქრობ, მოქალაქეები არ იმსახურებენ ჰყავდეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასეთ ჩანაწერებში გამოიყურება, როგორც ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი, პატარა ბიჭი, რომელსაც დავალება უკვე მიცემული აქვს და გაარკვევს ევტუშენკოვთან საქმეს, ანუ მისი დავალებით გამოგზავნილ ვინმე ალი უზდანოვთან საკითხებს"- განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, აუცილებლად მიმართავს შესაბამის ორგანოებს, რომ დადგინდეს, როგორ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი ალი უზდანოვმა.     

მაინტერესებს ამ ადამიანმა როდის გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, თარიღები, შემოსვლა-გასვლა, ოფიციალურად ვითხოვ ამას, როგორც პარლამენტის წევრი. ვთვლი, რომ თქვენს ინტერესებშია, იმის გაქარწყლება, რომ დადასტურდეს ეს ჩანაწერები არ არის ნამდვილი, მაგრამ ნამდვილია, ვერავინ უარყოფთ იქ ბიძინა ივანიშვილის ხმას, მის დიალოგს, ამიტომ ხართ გადასული თავდასხმაზე, რომ ეს არის შეთითხნილი და მოგონილი. სინამდვილეში, როცა საუბრობთ იმაზე, რომ ოპოზიციას სურს ომი, ომის და შიშის განცდას თქვენი უპასუხობა აჩენს. როდესაც საქართველოს მოქალაქეები უსმენენ დამალული ბიძინა ივანიშვილი რომ ელაპარაკება მსოფლიოს ყველაზე დიდი მტრების წარმომადგენლებს, რუსების ოლიგარქებს, რომლებიც სანქცირებული არიან და ამაზე პასუხები არ გაქვთ, ეს აჩენს შიშს ამ ქვეყანაში და ის კი არა სიმართლეს, რომ ვითხოვთ აქ" - თქვა თამარ კორძაიამ. 

მსგავსი სიახლეები