სააკაშვილის შეწყალებაზე საუბარი პრეზიდენტთანაც მქონდა - მეუფე ნიკოლოზი
მეუფე ნიკოლოზი ციხეში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.ეპისკოპოსმა დაადასტურა, რომ ექსპრეზიდენტის შეწყალების შესახებ სალომე ზურაბიშვილს პირადად ესაუბრა. მეუფე ნიკოლოზის თქმით, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მას ეს გადაწყვეტილება არ შეუძლია მიიღოს, რადგან ხალხის ნება განსხვავებულია.
მე მქონდა პრეზიდენტთანაც საუბარი ადრე ამ შეწყალებაზე და მისი აზრიც მაინტერესებდა და ნიკა მელიასაც ეხება ეს და ყველას, რომ იმისათვის, რომ ეს მოხდეს რაღაცნაირი შრომა, მუშაობაა საჭირო საზოგადოებასთან. თვითონ საზოგადოებაშიც არის განსხვავებული აზრი ამ შეწყალებასთან დაკავშირებით.პრეზიდენტმა მითხრა, რომ ის გამოხატავს ხალხის ნებას, არ შეუძლია მას მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობის რაღაც ნაწილს მოეწონება და რაღაც ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნება. მიმაჩნია, რომ ასეთი რანგის ადამიანი განსაკუთრებულად უნდა იყოს განხილული.როგორც ჩვეულებრივი პატიმარი ისე არ უნდა იყოს.მას სჭირდება ადეკვატური მკურნალობა, რომელიც ამ ქვეყანაში უბრალოდ არ არის ამის საშუალება. სახიფათოა ეს დაავადება, რაც მას აქვს", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
მიხეილ სააკაშვილს ამ წუთებში ეკა ხერხეულიძე ხვდება.