ვინ იტყუება, ივანიშვილი თუ წულუკიანი?! - "ოცნება" ვერსიებში დაიკარგა

26.04.22 16:41
ვინ იტყუება, ივანიშვილი თუ წულუკიანი?! - "ოცნება" ვერსიებში დაიკარგა

ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვა, სრულ დაბნეულობაშია, სკანდალურ აუდიო ჩანაწერთან დაკავშიირებით მედიასთან ჩამოსული კულტურის მინისტრი დღეს ამტკიცებდა, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის წარმომადგენლისა და საქართველოს ხელისუფლებას შეხვედრა არ გაუმართავს, თუმცა საპირისპიროს  ამბობს აუდიო-ჩანაწერში ივანიშვილი.

ალბათ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყველაზე უკეთ იცის, ვის შეხვდა, შესაბამისად, მე გეუბნებით, რომ ეს შეხვედრა ვერ შედგა, ვინაიდან პრემიერმა გადაწყვიტა, რომ ბიზნესმენი გადამისამართებულიყო ბიზნესწრეებთან", - თქვა წულუკიანმა.

სანქცირებული რუსი ოლიგარქი, ვლადიმირ ევტუშენკოვი ადასტურებს, რომ ალი უზდენოვი, რომელსაც, სავარაუდოდ, მისი და ივანიშვილის საუბრის გავრცელებულ ჩანაწერში ახსენებენ, ირაკლი რარიბაშვილს  შეხვდა.

ჩანაწერში, რომელიც გუშინ გავრცელდა, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი," და ინტერესდება, შეუძლია თუ არა, ალის შეხვდეს, რაზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი მას პასუხობს, რომ ის ეგრევე პრემიერს გაუგზავნა.  

მსგავსი სიახლეები