1.7 მილიარდი ქართულ ბანკებში - გახდა თუ არა საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალება?
გახდა თუ არა საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის თანხის დაბანდების ყველაზე მარტივი ადგილი? ოფიციალური მონაცემებით ქართულ ბანკებში ბოლო ერთ თვეში მილიარდ 700 მილიონი ლარი შევიდა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 500 მილიონით მეტია.
ეს მონაცემები დროში რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასიურ ჩამოსვლას ემთხვევა. ექსპერტები ამბობენ, რომ ახლა საქართველო სანქციების გვერდის ავლის კუთხით რუსეთისთვის ყველაზე მარტივი ქვეყნაა.
ექსპერტ ოთო აბესაძის განმარტებით, გავლენიანი რუსი ოლიგარქებია ახლა ფულს საქართველოში აბანდებენ. საუბარია მილიარდებზე, შემდეგ კი ტრანსფერებს უცხოეთში უპრობლემოდ ახორციელებენ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ტრანზაქციებია რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ფაქტები, რაც საქართველოს რისკის ქვეშ აყენებს.
შვედეთის და ევროპის არაერთი წამყვანი ქვეყნის ბანკმა მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომ საქართველო შესაძლოა, იყოს შავი ხვრელი და ფაქტიურად კონკრეტულ პირებს გაუყინონ ანგარიშები.
არის რისკი, რომ საქართველოდან მოხდეს ტრანსფერების გადინება სხვა ქვეყნებში, ასე რომ ვთქვათ, სანქციები გვერდის ავლა. ეს არის ე.წ. შავი ხვრელები და ამ ფინანსურ აბლაბუდაში საქართველოს გარევა მხოლოდ ნეგატიურ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე .- აცხადებს ექსპერტი.