სკანდალური ჩანაწერები - რას ამბობს კარლ ჰარცელი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებზე არ საუბრობს. მისი თქმით, სანამ აუდიოჩანაწერის ავთენტურობა არ დადგინდება კომენტარს არ გააკეთებს.
მივყვები მოვლენების განვითარებას, რომელიც საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. სანამ არ გავიგებ და არ მოხდება ამ ჩანაწერის ავთენტურობის დადგენა, კომენტარს ამ საკითხზე ვერ გავაკეთებ. ვერ მოვახდენ სპეკულირებას"- განაცხადა ჰარცელმა.
გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში აუდიოჩანაწერები გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს, შორის არის საუბარი.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას სთხოვს.
საუბარში ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის, ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი," და ინტერესდება, შეუძლია თუ არა, ალის შეხვდეს, რაზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი მას პასუხობს, რომ ის ეგრევე პრემიერს გაუგზავნა.