ივანიშვილი მთავრობის წევრებს უნიშნავს შეხვედრებს და მითითებებს აძლევს - ეკა გიგაური ჩანაწერებზე

26.04.22 17:17
ივანიშვილი მთავრობის წევრებს უნიშნავს შეხვედრებს და მითითებებს აძლევს - ეკა გიგაური ჩანაწერებზე

 ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური გუშინ გავრცელებულ სკნადლაურ აუდიო-ჩანაწერებს ეხმაურებს. 

გიგაურის შეფასებით, დასტურდება, რომ ივანიშვილი მთავრობის საქმიანობაში ერევა: 

ეს მიუთითებს ბევ პრობლემაზე, პირველი არის ის რომ, როგორც ჩანს, ივანიშვილი საქართველოს პერემიერ-მინისტრს განიხილავს როგორც მის თანაშემწეს და ფაქტობრივად მას უნიშნავს შეხვედრებს და დაველებებს აძლევს.  ეს კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ ის არ არის მოცილებული მთავრობის წევრების საქმიანობას და ისნტრუქციებსაც ძალვეს მათ, მეორე საკითხი არის ის რომ ფაქტიურად გულშემატკივრობს რუსეთს"-  აცხადებს გიგაური. 

გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში აუდიოჩანაწერები გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს, შორის  არის საუბარი.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს  სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას სთხოვს.

საუბარში  ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის, ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. კერძოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი," და ინტერესდება, შეუძლია თუ არა, ალის შეხვდეს, რაზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი მას პასუხობს, რომ ის ეგრევე პრემიერს გაუგზავნა.  

 

მსგავსი სიახლეები