შესაძლოა, საქართველო გახდეს რუსული ფული სამრეცხაო - ლევან ბეჟაშვილი
საქართველო ხდება სანქცირებული შავი ფულის სამრეცხაო - მიაჩნია ოპოზიციას. ოპონენტები ხელისუფლებას რუსი ოლიგარქებისთვის ფულის გათეთრების დახმარებაში ბრალს დებენ.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ ფულის გათეთრების უკანონო საქმეში დახმარება ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ პერსპექტივას სრულებით უკარგავს.
არ შეიძლება, ასეულობით მილიონი ქვეყანაში შემოდიოდეს უკონტროლოდ, არ ხდებოდეს ფულის გათეთრების სტანდარტებზე შემოწმება. საბოლოო ჯამში შესაძლოა, მივიღოთ ის ვითარება, როცა საქართველო იქნება რუსული შავი ფულის სამრეცხაო.
ეს კი ჩვენ ყველანაირ ევროატლანტიკურ პერსპექტივას მოგვიკლავს. - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
ბოლო თვეში საქართველოს ბანკებში მილიარდ 700 მილიონი დოლარი შევიდა, რაც საეჭვოდ ემთხვევა ჩვენს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობით შემოდინებას.