სკანდალური აუდიოჩანაწერი - თაკო ჩარკვიანი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

27.04.22 11:13
სკანდალური აუდიოჩანაწერი - თაკო ჩარკვიანი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი ივანიშვილის აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით  პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ ჩანაწერი რომლის მიხედვითაც ივანიშვილი ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრა, უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.

საგამოძიებო კომისია უნდა გაკეთდეს და გაირკვეს ივანიშვილის ჩანაწერი.ღარიბაშვილი, რომელიც აღარავინ არ არის ამ ქვეყანაში,  არც წულუკიანი, ოლიგარქის მოსამსახურეები არიან.რაზე უნდა ველაპარაკოთ ღარიბაშვილს, რომელსაც ესე ეპყრობა ივანიშვილი. ეს ჩანაწერი არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ", - ამბობს თაკო ჩარკვიანი. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს  პარლამენტში იბარებს - კითხვები ოპონენტებს ირაკლი ღარიბაშვილთან სკანდალური აუდიო-ჩანაწერთან დაკავშირებით აქვთ.

 25 აპრილს ინტერნეტში აუდიოჩანაწერები გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს, შორის  არის საუბარი.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს  სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას სთხოვს.

საუბარში  ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის, ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. კერძოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი," და ინტერესდება, შეუძლია თუ არა, ალის შეხვდეს, რაზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი მას პასუხობს, რომ ის ეგრევე პრემიერს გაუგზავნა.  

 

მსგავსი სიახლეები