"საჭიროა გაცხადდეს საიდან იქნა მოპოვებული ეს ჩანაწერი" - "ოცნებას" წყაროს დადგენა სურს
"ქართულ ოცნებაში" ივანიშვილის მონაწილეობით აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობასთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ. მმართველი გუნდის დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ჩანაწერის წარმომავლობის დადგენა.
თუ ოპოზიცია გამოიყენებს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ უფლებას და ინტერპელაციით დაიბარებს პრემიერ-მინისტრს, საკანონმდებლო პროცედურა როგორც არის ისე განხორციელდება ყველაფერი. ჩანაწერთან დაკავშირებით მე საერთოდ ისეთი პოზიცია მაქვს, საჭიროა გაცხადდეს მართალია ეს ჩანაწერი თუ არა და საიდან იქნა მოპოვებული ეს ჩანაწერი", - ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.