"ლელოს" და ენმ-ს აქტიურობები არალეგიტიმურ პარლამენტში საზიანოა - ბოკერია

27.04.22 11:24
"ლელოს" და ენმ-ს აქტიურობები არალეგიტიმურ პარლამენტში  საზიანოა -  ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ "ლელოს" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურობა პარლამენტში მხოლოდ დამაზიანებელია. ბოკერია მიიჩნევს, რომ აქტიურობით ისინი არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას ანიჭებენ. საუბარია ოპოზიციის მიერ ღარიბაშვილის ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარებაზე. 

მხოლოდ საზიანოდ მიმაჩნია "ლელოს" და "ნაციონალური მოძრაობის" ეს აქტიურობები ამ არალეგიტიმურ პარლამენტში. მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება ეს ყველაფერი ან ბუნდოვანების შექმნას ჩვენი მოქალაქეების და საერთაშორისო პარტნიორების  თვალში და მუდმივ მცდელობას, რომ მოხდეს რაღაცნაირად ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლების მიერ დისკრედიტირებული ინსტიტუტების ამ შემთხვევაში, პარლამენტის. თუ უნდათ რომ აჩვენონ, რომ რაღაცას აკეთებენ,  ეს არის სრული უპასუხისმგებლობა", - ამბობს გიგა ბოკერია. 

შეგახსენებთ, რომ "ლელო" და "ნაციონალური მოძრაობა" ღარიბაშვილს პარლამენტში იბარებს და სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე ახსნა-განმარტებას სთხოვს. 

25 აპრილს ინტერნეტში აუდიოჩანაწერები გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს, შორის  არის საუბარი.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს  სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას სთხოვს.

საუბარში  ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის, ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. კერძოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი," და ინტერესდება, შეუძლია თუ არა, ალის შეხვდეს, რაზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი მას პასუხობს, რომ ის ეგრევე პრემიერს გაუგზავნა.  

 

მსგავსი სიახლეები