მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობა - სახალხო დამცველი დასკვნას დღეს გაასაჯაროებს

27.04.22 11:47
მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობა - სახალხო დამცველი დასკვნას დღეს გაასაჯაროებს

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას დღეს გაასაჯაროებს. რამდენიმე საათში ექიმები საბოლოოდ იტყვიან, არის თუ არა აუცილებელი სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ომბუდსმენის აპარატი საგანგებო განცხადებას იმ მედიკოსებთან ერთად გააკეთებს, რომლებმაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობსი მდგომარეობა შეისწავლეს. დამოუკიდებელი ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობის უკიდურესად გაუარესებულ მდგომარეობაზე მიუთითებენ.

იგი კალმისტარს ვეღარ გრძნობს ხელში, ვერ გრძნობს იატაკის საყრდენს, მას არ შეუძლია მარტივი ცხვირ-თითის გაკეთება. ვერ გრძნობს ტემპერატურულ სხვაობებს, ცხელია-ცივია არ შეუძლია იგრძნოს. თვალს ვერ ადევნებს საგნებს  ბოლომდე.  ეს პროგრესირებს და გადადის ე.წ. კორსაკოვის სინდომში, სადაც ხდება მეხსიერების წაშლა. ძალიან ცუდ დასასრულს ვუახლოვდებით იმიტომ, რომ 7 თვის განმავლობაში არ იქნა გაკეთებული არცერთი ექიმის რეკომენდაცია", - ამბობს ოთარ თოიძე.  

მსგავსი სიახლეები