სკანდალი - ივანიშვილი რუსეთში, სულ მცირე, 1 კომპანიას ფლობს
ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის საშუალებით რუსეთში, სულ ცოტა, 1 კომპანიას ფლობს - ინფორმაცია და მტკიცებულებები "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელმა სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა.
ეკა გიგაური ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე რუსეთში 2012-19 წლებში, მინიმუმ, 10 კომპანიას ფლობდა. განცხადებები იმის შესახებ, რომ ოკუპანტ ქვეყანაში ბიზნესინტერესები 2012 წლის შემდეგ არ ჰქონდა, ტყუილი იყო.
დღეის მდგომარეობით, თავისი ოფშორული კომპანიის საშუალებით, ბიძინა ივანიშვილი სულ ცოტა 1 კომპანიას ფლობს რუსეთში და მას აქვს რუსეთში ბიზნესინტერესი. 2012-19 წლებში ივანიშვილი მინიმუმ 10 კომპანიას ფლობდა რუსეთში, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი განცხადებები, რომ თითქოს მას არ აქვს ბიზნესინტერესები რუსეთში 2012 წლის შემდეგ იყო არასწორი, ტყუილი და საზოგადოებაში არასწორი ინფორმაციის გავრცელება.
რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესებს - უჩა მამაცაშვილს აქვს საერთო ინტერესი და კომპანია გიორგი პოლტავჩენკოსთან, რომელიც სწავლობდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ერთად კგბ-ს აკადემიაში და იგი იყო ადრე სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი. იგი 7 აპრილს დასანქცირდა აშშ-ის მიერ და მისი კომპანია ასევე დასანქცირებულ იქნა დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის მიერ.
ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი და მამაცაშვილი საერთო ბიზნესს ფლობს ანა კუვოჩკოსთან, რომელიც 2021 წლამდე იყო რუსეთის დუმის დეპუტატი და მის მეუღლესთან, ბატონ ხერიანოვთან ერთად. საერთო ჯამში, ჩვენი კვლევის შედეგად ის კითხვები, რაც არსებობდა საქართველოს მთავრობის გაურკვეველ პოზიციებთან დაკავშირებით უკრაინის მხარდაჭერაზე, შესაძლოა იყოს კავშირი ზუსტად იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახის წევრებს აქვთ ბიზნესინტერესები რუსეთში და შესაძლოა, ეს ინტერესები ზუსტად განსაზღვრავს დღევანდელი საქართველოს მთავრობის პოზიციებს“, - განაცხადა გიგაურმა.
ბიძინა ივანიშვილის და მისი ნათესავების რუსული ბიზნესი - TI-ის კვლევა სრულად