ნატოში გაწევრიანება და უკრაინის მოვლენები - NATO-ს გენმდივნის წარმომადგენელი საქართელოშია
ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში - ხავიერ კოლომინა ამ წუთებში თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოდის. სხდომა დახურულია. განხილვის მთავარი თემა ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე პროცესები და საქართველოს ნატოში ინტეგრაციაა. სხდომამდე ხავიერ კოლომინა დახურულ კარს მიღმა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს შეხვდა.
სხდომის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალურ მდივანს ოპოზიცია და ხელისუფლების წარმომადგენლები კითხვებს დაუსვამენ. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის შიგნით რეფორმების გაგრძელებაა.
დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ კიდევ ერთხელ საქართველოს მიუთითონ იმაზე, რომ გაატაროს სწორი რეფორმები იმისთის, რომ მისთის ნატოს კარები საბოლოოდ გაიღოს და ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს საქართველო. ეს შეგონება მნიშვნელოვანია ისევე, როგორც პარლამენტში უმრავლესობისთვის, ასევე მტავრობის წარმომადგენლობისთვის, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თემურ ჯანაშია.
ეს საქართველოში ალიანსის წამრომადგენლის უკვე მეორე ოფიციალური ვიზიტია.