"ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის შანტაჟის ქვეშაა - დავითულიანი

27.04.22 13:00
"ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის შანტაჟის ქვეშაა - დავითულიანი

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ამ დროისთვის ჩარევას არ საჭიროებს და ამ საკითხით სპეკულირება მის ციხიდან გამოსასვლელად ხდება. ბექა დავითულიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი პარტია შანტაჟის ქვეშ ჰყავს.

ეს მთელი პროცესი სინამდვილეში,  ჩვენ ხო ვიცით, რომ არის ორკესტრირებული და ძალიან თეატრალიზირებული.  "ნაციონალური მოძრაობა" არის პირდაპირ შანტაჟის ქვეშ მიხეილ სააკაშვილის, რომ დროზე რამენაირად აქედან გამიყვანეთ.  მან ჩაიდინა დანაშაულები , მან უნდა აგოს პასუხი, პოლიტიკური შეკვეთები იმაზე, რომ რამენაირად დაიხსნან ციხიდან არაფერს არ უშველის. თუ მის ჯანმრთელობას რეალურად საფრთხე დაემუქრება პენიტენციური სისტემა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. 

მსგავსი სიახლეები