რატომ უნდა ჩატარდეს გამოძიება? დანაშაულის ნიშნები არ არსებობს - ბექა დავითულიანი აუდიოჩანაწერზე
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ არსებობს და გამოძიების ჩატარების საფუძველს ვერ ხედავენ.
არახამიამ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესოს, რაც იყო მისი მხრიდან იყო უპასუხისმგებლო და თავხედური განცხადება იმიტომ, რომ მისი საქმე ნამდვილად არ არის ამ ქვეყანაში რა მოხდება, ვის რა დაუწესდება და რა არ განხორციელდება. ამას ჰოი, საოცრებავ და საიდანღაც მოჰყვება რაღაცა დამონტაჟებული ვიდეო, რომელიც მერე ოპოზიციის მხრიდან ხდება საბაბი იმის, რომ თითქოს ამაზე რაღაცა ააგორონ. საიდან მოხვდა ეს ვიდეო შეგიძლიათ მითხრათ?რაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება? სისხლის სამართლის ნიშანი თუ არ არის რაზე უნდა ჩატარდეს?, - ამბობს ბექა დავითულიანი.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს პარლამენტში იბარებს - კითხვები ოპონენტებს ირაკლი ღარიბაშვილთან სკანდალური აუდიო-ჩანაწერთან დაკავშირებით აქვთ.
25 აპრილს ინტერნეტში აუდიოჩანაწერები გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს, შორის არის საუბარი.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას სთხოვს.
საუბარში ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის, ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. კერძოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი," და ინტერესდება, შეუძლია თუ არა, ალის შეხვდეს, რაზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი მას პასუხობს, რომ ის ეგრევე პრემიერს გაუგზავნა.