არანაირი საიდუმლო შეხვედრა არ ყოფილა - ზურაბ აზარაშვილი

27.04.22 13:23
არანაირი საიდუმლო შეხვედრა არ ყოფილა - ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ირწმუნება, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერები ივანიშვილის მონაწილეობით ავთენტიკური არ არის და არც საიდუმლო შეხვედრა შემდგარა.

არანაირი საიდუმლო შეხვედრა არ ყოფილა. ჩემთვის ეს არის გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერები", - ამბობს ზურაბ აზარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს  პარლამენტში იბარებს - კითხვები ოპონენტებს ირაკლი ღარიბაშვილთან სკანდალური აუდიო-ჩანაწერთან დაკავშირებით აქვთ.

 25 აპრილს ინტერნეტში აუდიოჩანაწერები გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს, შორის  არის საუბარი.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს  სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას სთხოვს.

საუბარში  ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის, ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. კერძოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი," და ინტერესდება, შეუძლია თუ არა, ალის შეხვდეს, რაზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი მას პასუხობს, რომ ის ეგრევე პრემიერს გაუგზავნა.  

 

მსგავსი სიახლეები