არ მჯერა, TI-ის არ ვენდობი - "ოცნება" ივანიშვილის რუსულ კავშირებზე

27.04.22 13:52
არ მჯერა, TI-ის არ ვენდობი - "ოცნება" ივანიშვილის რუსულ კავშირებზე

"საერთაშორისო გამჭვირვალობის არცერთის სიტყვის არ მჯერა"- ასე აფასებს "ქართული ოცნების" ლიდერი ბექა დავითულიანი, TI-ის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "ივანიშვილს რუსეთში ბიზნესი აქვს და მალავს". 

დეპუტატის თქმით, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" დასკვნა "არ აინტერესებს". 

არ მაინტერესებს საერთაშორისო გამჭვირვალობამ რა თქვა, იმიტომ რომ ის მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც რადიკალური ოპოზიციის დამატება.  ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ბიძინა ივანიშვილმა რუსეთიდან თავისი კაპიტალი 2012 წელს გამოიტანა. მე ასე ვიცი, თუ ვინმე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია იტყვის, რომ ეს ასე არ არის, თქვას. საქართველოს საერთაშორისო  გამჭვირვალობა რას იტყვის, ჩემთვის ეს აღქმულია, როგორც ოპოზიციის ხელშემწყობი ქმედება" - განაცხადა დეპუტატმა. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" უნდობლობას უცხადებს მმართველი პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძე. მისი მტკიცებით TI წყაროების მითითების გარეშე დებს კვლევებს. 

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ქონებას რუსეთში, ჩემთვის ცნობილია, რომ სანამ ის პოლიტიკაში მოვიდოდა, მან ეს ქონება გაასხვისა"- აღნიშნა სამხარაძემ. 

საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევით დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, სანქცირებულ რუს ბიზნესმენებთან საერთო ბიზნესი აქვს და  ოლიგარქი თავადაც ფლობს მოსკოვში ბიზნესებს. 

შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიებაში ჯერ კიდევ 6 თვის წინ მოყვანილი ფაქტები და დოკუმენტები დღეს "საერთაშორისო გამჭირვალობა " საქართველოს კვლევით დადასტურდა  დადგენილია, რომ ბიძინა ივანიშივლის დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის ძმას საერთო ბიზნესი რუსული წყალქვეშა გემების მშენებელი კომპანიის მფლობელთან აქვთ, ადამიანთან რომელიც ამერიკამ სანქციების სიაში შეიყვანა. 

ირკვევა რომ, რასაც მთელი 10 წელი ივანიშვილის ამტკცებდა, რომ რუსეთთან კავშირი აღარ აქვს, სიცრუა და დღემდე რუსეთთან ბიზნესინტერესებს შუმავალების საშუალებით ინარჩუნებს. 

მსგავსი სიახლეები