ნატოში გასაწევრიანებლად საქართველომ რეფორმები უნდა გაატაროს - ნატოს გენმდივნის წარმომადგენელი
თუ საქართველოს ნატოს ალიანსის წევრობა სურს, ქვეყნის შიგნით რეფორმების გატარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, - სწორედ ამაზე ესაუბრა ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ქართველ პოლიტიკოსებს. ხავიენ კოლომონას თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაცია საქართველოს გასაძლიერებლად მზადაა, თუმცა ქვეყანამ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები უნდა გაატაროს.
ჩვენ შევეხეთ უსაფრთხოების და თავდაცვის ყველა საკითხს. ასევე, პოლიტიკურ საკითხებსაც, რომელთა განხილვაც საჭიროა. ნატო-საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ჩვენ ძალზედ ვაფასებთ საქართველოს როგორც პარტნიორს. თქვენს განკარგულებაშია ნატოს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გაგავაჩნია. ასევე, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ზოგიერთი ინსტრუმენტი უნიკალურია და მხოლოდ ად მხოლოდ საქართველოსთვის მოქმედებს. ასევე, ვისაუბრეთ პოლიტიკური დიალოგის შესახებ. დღეს ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ პრემიერთანაც. ცხადია, შეხვედრების დისკუსიების დიდი ნაწილი ეთმობა რუსეთის ომს უკრაინაში, რამაც ფუნდამენტურად შეცვალა კონტექსტი. ამაზე ერთ-ერთი საპასუხო ქმედება არის ხმარდაჭერის და თანამშრომლობის გაძლიერება ყველა პარტნიორთან, განსაკუთრებით კი იმ პარტნიორებთან, რომლებსაც ჩვენი შეხედულებით შეიძლება ყველაზე მეტად შეეხოს საფრთხე, რომელსაც რუსეთი წარმოდგენს, - განაცხადა კოლომონამ.
ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი საქართველოშია. ხავიერ კოლომონა სიტყვით თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა. განხილვის მთავარი თემა ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე პროცესები და საქართველოს ნატოში ინტეგრაციაა. სხდომის დაწყებამდე მარალჩინოსანი დახურულ კარს მიღმა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს შეხვდა.