ბათუმის პორტიდან სანქცირებული ნავთობი გადაიტანეს - ლელოს საგანგებო განცხადება

27.04.22 14:57
ბათუმის პორტიდან სანქცირებული ნავთობი გადაიტანეს - ლელოს საგანგებო განცხადება

ბათუმის პორტიდან ყულევის ნავთობტერმინალში სანქცირებული ნავთობი გადაიტანეს - საგანგებო ბრიფინგი ლელოს ლიდერებმა გამართეს. ოპოზიცია ამბობს, რომ პრემიერს მოუწევს განმარტოს, როგორ მოხდა საქართველოში სანქცირებული ნავთობი.

ირაკლი კუპატაძის განცხადებით, მათთვის ცხადი გახდა, რომ სანქცირებული ნავთობი ჩამოტანილი იყო ბათუმის პორტში, სადაც ყაზახურმა მენეჯმენტმა უარი განაცხადა სანქცირებული ნავთობის გადატანაზე.

ეს იყო ფაქტობრივი მოცემულობა, რის გამოც უკვე შიდა პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე სანქცირებული ნავთობი გადამისამართდა ყულევის ნავთობტერმინალში, საიდანაც, სავარაუდოდ, მოხდება მისი ტრანსპორტირება. ქართული ოცნების ეს დანაშაულებრივი პოლიტიკა პირდაპირ უქმნის საფრთხეს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს და მათ შორის, ჩვენ გვაყენებს სანქცირების რისკის ქვეშ" - თქვა ირაკლი კუპრაძემ.

ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები ყულევიდან ეზიდებიან სანქცირებულ ნავთობს, რომლები სანქცირებული ჭაბურღილებიდანაა ამოღებული და მოპოვებულია იმ კომპანიების მეშვეობით, რომლებიც აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო სანქციების ქვეშაა მოყოლილი"- თქვა ბუაძემ.

განცხადების შემდეგ "ლელომ" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"ამ წუთებში ყულევში დგას სანქცირებული ლუკოილის ნავთობით დატვირთული 130 ვაგონცისტერნა, ჯამში საუბარია 7800 ტონა ტვირთზე. ხოლო ყულევის ტერმინალის ხელმძღვანელი, ვინმე ქარიმ გულიევი ათავისუფლებს ცისტერნებს რუსული სანქცირებული ნავთობისთვის, რის შემდეგაც ეს ტვირთი მოხვდება ნეიტრალურ წყლებში.

საუბარია, რუსულ სანქცირებულ ნავთობკომპანია „Lukoil”-ის ნედლ ნავთობზე, რომელიც მოიპოვება კასპიის ზღვაში მდებარე იური კორჩაგინის სახელობის ნავთობსაბადოზე. 
სქემა ასეთია 👇
✔️ სანქცირებული ნედლი ნავთობი რუსეთის ტერიტორიაზე ჩაიტვირთა რუსულ სარკინიგზო ცისტერნებში
✔️ შემდეგ აზერბაიჯანულმა კომპანია „Maddox”-მა (მადოქსმა) ის გადაზიდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე
✔️ რის შემდეგაც გადაზიდვა საქართველოში ბათუმის პორტის მიმართულებით გააგრძელა კომპანია „EXIM OIL”-მა.  
⚠️ კომპანია „EXIM OIL” ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის ხელმძღვანელს აკაკი ჩხენკელს ეკუთნის, რომელიც უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილის კლანს წარმოადგენს".

 ცნობისთვის,  რუსულ ტანკერი ბათუმში "შაბათის ეთერმა" გადაიღო და თემაზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. იხილეთ ვიდეო

 

 

 

მსგავსი სიახლეები