რატომ ვერ იღებს სააკაშვილი საკვებს - მედიკოსების განმარტება
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის დასკვნის მიხედვით მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი და ანორექსია აქვს. ექიმ გრიგოლ ხურციძის განმარტებით, შესაბამისად პაციენტი საკვების მიღებას ვერ ახერხებს, რის გამოც მისი კუნთოვანი მასა განახევრებულია.კონსილიუმის წევრი გჰანმარტავს, რატომ ვერ იღებს საკვებს მესამე პრეზიდენტი. მედიკოსების მტკიცებით, ანორექსიის მკურნალობა ციხის პირობებში შეუძლებელია.
ადამიანმა რომ კვება დაიწყოს ამისთვსი სტრესი უნდა მოიხსნას, სტრესი არ მოიხნსება იმ დაწესებულებაში, სადაც დაემართა. ანორექსია არის დიაგნოზი, ცილას ვერც იღებს და არც იღებს. იძახის, რომ როცა ირებს საკვებს გული ერევა, შესაბამისად ვერ იღებს. ანორექსიული ადამიანი ციხეში არ განიკურნება, ამისთვის სპეციალური დაწესებულებაა, ეს საავადმყოფოც არაა ხოლმე, ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრია, დასავლეთში, სამწუხაროდ საქართველოში არ გვაქვს", - ამბობს გრიგოლ ხურციძე.
ექიმის განმარტებით იმ გარემოში სადაც პოსტ ტრავმული აშლილობა განვითარდა დაავადების მკურნალობა და რეაბილიტაცია შეუძლებელია.