დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო სააკაშვილი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს - ღარიბაშვილი

27.04.22 15:31
დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო სააკაშვილი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს - ღარიბაშვილი

პრმეიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი საქართველოში დესტაბილიზაცია და ომის დაწყება იყო. 

დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო სააკაშვილი, აქ იქნებოდა ომი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს, ეს იყო განზრახვა. მოახდინათ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რევოლუცია, მასობრივი მკვლელობები მათ შორის ოპოზიციის  ლიდერების მკვლელობები, ეს რა თქმა უნდა ნიშნავს ახალი ომის დაწყებას  თქვენ გესმით რამხელა პროვოკაციას ავარიდეთ ქვეყანა?

გარანტიას გაძლევთ, აქ იქნებოდა მეორე მარიუპოლი ამას აგარიდათ თქვენც ბიძინა ივანიშვილმა" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები