რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი? რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი? - პრემიერი გამოჩნდა

27.04.22 15:24
რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი? რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი? - პრემიერი გამოჩნდა

ორდღიანი დუმილის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიასთან გამოჩნდა. ირაკლი ღარიბაშვილი სკანდალურ აუდიო-ჩანაწერთან დაკავშირებით მედიას კონკრეტულ პასუხებს არ სცემს.

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ჩანაწერებზე პრემიერ-მინისტრმა კომენტარები არ უნდა აკეთოს: 

"ჩემთვის  წარმოუდგენელია ასეთ საუბრებზე და ასეთ ჩანაწერებზე სპეკულირება და, მით უმეტეს, სერიოზული კომენტარი გაკეთება"- თქვა ღარიბაშვილმა საუბრის დასაწყისში, თუმცა არაერთი კითხვის შემდეგ, თქვა, რომ "საუბრის გამავრცელებლების მიზანი საქართველოში ომის დაწყებაა".

ამ ფარული, ფალსიფიცირებული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი და იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მათი ამოცანა იყო და არის საქართველოში ომის დაწყება და არიან რა ისინი გამწარებულები და, რომ იტყვიან, სასოწარკვეთილები, მსგავსი სიყალბით ცდილობენ საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას.

ეს ჩანაწერი არაფრისმთქმელი არ არის საერთოდ. კიდევ ვიმეორებ, მსგავსი შინაარსის ჩანაწერებზე მე არ გავაკეთებ კომენტარს. არ მაინტერესებს.

მე საერთოდ ვერ დავიჯერებ იმას, რომ თქვენ მიერ ხსენებული რუსი ბიზნესმენი აქეთ ურეკავს ჟურნალისტს. ეს წარმოუდგენელია, შეიძლება, რაღაც ზღავაპრში ეწეროს"- თქვა რარიბაშვილმა. 

აუდიო ჩანაწერებზე დასმული მორიგი კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ არ ესმის "რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი".

საერთოდ, რატომ არის ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი? რა მოხდა, რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი, რამე მოხდა ისეთი თუ რაზეა საუბარი? რაზე ველაპარაკებით ჩვენს ხალხს? სანქცირებული ვინ არის? ბიზნესმენი დავით ხიდაშელი მოგეხსენებათ მან გუშინ გაავრცელა ვრცელი კომენტარი და მე არ ვაპირებ, რომ მისი  ერთხელ გავრცელებული კომენტირება დავიწყო და ხელახლა აგიხსნათ, რას გულისხმობდა. მე მართლაც მომმართა ბატონმა ხიდაშელმა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები და მე უბრალოდ ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნეს სექტორთან. როგორც თავადაც დაადასტურა, აღნიშნული ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში, რომელიც დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა რამდენიმე ბიზნესწარმომადგენელს"- განაცხადა პრემიერმა. 

ტვ პირველის ჟურნალისტის არაერთი კითხვის მიუხედავად ღარიბაშვილმა არ დაასახელა ვისთან გადაამისამართა  ალი უზდენოვი. 

მსგავსი სიახლეები